რუსები ტყვე უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დედამისს €5000-ს სთხოვენ. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე ავრცელებს. პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა შესაბამისი ვიდეო დატყვევებულის დედას გაუგზავნეს,
“5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელიც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება. ჯარისკაცები უფრო და უფრო ჰგვანან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ”.- წერს პოდოლიაკი.
Це відео надіслали матері українського полоненого російські солдати. Вони вимагають €5000 до понеділка, інакше на наступному відео буде страта її сина. ?? військові дедалі більше нагадують бойовиків ІДІЛ. Росія має бути визнана державою-терористом. pic.twitter.com/Xbg7z15rJp
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 25, 2022