რუსები ტყვე უკრაინელის გათავისუფლების სანაცვლოდ დედამისს €5000-ს სთხოვენ – პოდოლიაკი

რუსები ტყვე უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დედამისს €5000-ს სთხოვენ. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე ავრცელებს. პოდოლიაკი  ასევე აცხადებს,  რომ ოკუპანტებმა შესაბამისი ვიდეო  დატყვევებულის დედას გაუგზავნეს,

“5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელიც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება. ჯარისკაცები უფრო და უფრო ჰგვანან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ”.- წერს პოდოლიაკი.