“ძვირფასო უკრაინელებო! 128 საათიანი დაცვა.
არსებული მონაცემებით, რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან.
მათი მიზანია უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი არმიის წინააღმდეგობის გატეხვა ტყუილის დახმარებით.თავდაპირველად ისინი გათიშვას გეგმავენ. ამის შემდეგ გავრცელდება ბევრი ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითქოს დათანხმდა დანებებას.
სავარაუდოდ იქნება ხელმოწერილი “დოკუმენტები”, ასევე დამუშავებული ყალბი ვიდეოები ამ სიყალბის “დადასტურებისთვის”.ეს სიცრუეა! არ იქნება დანებება! მხოლოდ გამარჯვება!
გააფრთხილეთ ყველა, ბევრი მათგანი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია.იარაღი მაგრად დავიჭიროთ! ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას! დიდება უკრაინას!”
აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.