რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან – ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. განცხადება, 30 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნდა.
“ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მტერი მოსამზადებელ ზომებს იღებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო დანაყოფების გაყვანისთვის, მათ შემდგომში სხვა რაიონებში გადასაყვანად”, – ნათქვამია განცხადებაში.