რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში უკან დაიხიეს – უკრაინის გენშტაბი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში, რუსეთის მხრიდან სულ მცირე 5 თავდასხმა მოიგერიეს და რუსებმა რამდენიმე რეგიონში უკან დაიხიეს – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები დონეცკის მიმდებარე ორ რეგიონში სადაზვერვო ჯგუფების დახმარებით შეტაკებებს ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ შეტევა წარუმატებელი იყო და რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს.

რუსეთის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა პოპასნას მიმდებარე ტერიტორიაზე, სევეროდონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში, პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.