რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ადასტურებს. კირილენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა წყალმომარაგების ობიექტი.
“ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ჩამტვრეულია შენობების მინები”, – თქვა კირილენკომ.