რუსებმა ევაკუაციის დროს ხალხს ცეცხლი გაუხსნეს – დაიღუპა სერჟანტი

დემიდოვიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს უკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს –  ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„კიევის რეგიონის პოლიციაში გმირულად დაიღუპა უფროსი სერჟანტი ოლექსი პონომარენკო.
ხალხის გადარჩენის მიზნით, ოლექსიმ გადაიხადა ყველაზე ძვირი – მისი სიცოცხლე. ჩვენ ვამაყობთ პოლიციელის სიმამაცითა და თავგანწირვით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის გადარჩენას “, – განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა.

პოლიციელებმა ევაკუციის დროს 100 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს, მათგან 30 ბავშვია.