რუსებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს. დაიღუპა ახალშობილი

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის რაიონული საავადმყოფოს ღამის დაბომბვის შედეგად სამშობიარო განყოფილება განადგურდა, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, განაცხადა ზაპორიჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა.

“ღამით რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკაიას საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარებით გვაქვს გული სავსე – მოკლეს ახლად დაბადებული ბავშვი. ადგილზე მაშველები მუშაობენ”, – წერს ის Telegram-ში და ნაწილობრივ დანგრეული შენობის ფოტოს აქვეყნებს.

ვოლნიანსკის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო  ქალაქ ვოლნიანსკში, ზაპოროჟიეს ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.