რუსებმა კიევში საავიაციო ქარხანა “ანტონოვი” დაბომბეს

რუსებმა ავიაიერიში მიიტანეს კიევში საავიაციო ქარხანა “ანტონოვზე”. ქარხანასთან ერთად, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსიც.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7-ს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს.

საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ადგილიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.