ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რუსების თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„სამშაბათს, დაახლოებით 20 საათზე, მტერი რუბეჟნოეში მრავალსართულიან შენობას თავს დაესხა. ბომბი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა 3 გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 2 ბავშვია. მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მოქალაქეებზე თავდასხმას. დღეს სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ე.წ „რუსული მშვიდობა“ პატარა ბავშვების მკვლელობას ნიშნავს“ – წერს გაიდაი ფეისბუქზე.