უკრაინის გენშტაბის განცხადებით, დღეს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ მარიუპოლიდან ქალაქ ზაპორიჟიაში ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხნეს გრადებიდან.
წინასწარი ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები. დაშავებულებსა და დაჭრილებს შორის არიან ბავშვები. მათი რაოდენობა ზუსტდება.
“რუსებო, დაიწვებით ჯოჯოხეთში, თქვენ არასოდეს გაპატიებთ არც ხალხი და არც ღმერთი”,– წერს უკრაინის გენშტაბი.