რუსებმა მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ესროლეს – დაიღუპა 56 ადამიანი

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი, სერგი გაიდაი წერს, რომ 11 მარტს რუსმა ოკუპანტებმა კრემენაიაში მოხუცთა თავშესაფარს ცეცხლი ტანკიდან გაუხსნეს, რის შედეგადაც 56 ადამიანი დაუღუპა.

“ცინიკურად და მიზანმიმართულად უბრალოდ ტანკი სახლის წინ დააყენეს და სროლა დაიწყეს.
სახლში სიბერემდე მცხოვრები 56 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გადარჩენილები, 15 ადამიანი, ოკუპანტებმა გაიტაცეს და სვატოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგიონულ  პანსიონში გადაიყვანეს”,– წერს გაიდაი Facebook-ზე.

მისივე ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე მოხვედრა ამ დრომდე შეუძლებელია.