რუსებმა ოდესა დაბომბეს – ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

გასულ ღამეს, რუსეთმა დრონებით ოდესის ოლქს შეუტია. ოლქის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეხეთის პრეზიდენტი თავდასხმის დროს საპორტო ქალაქში რეგიონის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა.