რუსებმა საევაკუაციო ავტობუსი დაცხრილეს – დაშავდა 3 ადამიანი
რუსმა ჯარებმა კიევის ოლქში, ვიშგოროდსკის რაიონის სოფელ ლიუტეჟთან დაცხრილეს საევაკუაციო ავტობუსი და კიევის რეგიონის რამდენიმე სოფელს ცეცხლი გაუხსნეს, დაშავდა 3 ადამიანი.
დაჭრილია მძღოლი, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეა.