რუსებმა სავარაუდოდ ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსებმა სავარაუდოდ დონბასის ჩრდილოეთით, ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს – ნათქვამია ანგარიშში რომელსაც ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომელიც ჩრდილოეთ დონეცის მდინარეზე მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებს უკავშირდება.

 

“ბრძოლის ამ ეტაპზე ოკუპანტები პრიორიტეტს ჩრდილოეთ დონეცის მდინარის გადაკვეთას ანიჭებენ. რუსეთის სამხედრო ძალების ძირითადი მიმართულება აღმოსავლეთ უკრაინის, სევეროდონეცკის გარშემო რჩება. ამასთან ერთად, ლიმანთან ახლოს მდინარის გადაკვეთა რუსეთს  დონბასზე შეტევების წარმოების საშუალებას მისცემს. ოკუპანტები, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ კონტროლირებად საკვანძო ქალაქებში დონეცკის ოლქში, სლოვიანსკსა და კრამატორსკში წინსვლას შეეცდებიან.2022 წლის 26 მაისს უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშილინმა რუსეთის მიერ კონტროლირებად მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დაიკავებს, რეფერენდუმი ჩატარდება. თუ რუსეთმა  ამ ტერიტორიების აღება შეძლო, დიდი ალბათობით, ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა და რუსეთის მოსახლეობის წინაშე უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი მიზეზი იქნება. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიის დაცვას განაგრძობენ”. – წერია ანგარიშში.