რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს სოლედარზე – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება.
“მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა […] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს.” – წერს მალარი.