რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.სარაკეტო იერიშის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 4 ბავშვია. დაზიანდა სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები.
“მტერმა ქალაქის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი, სკოლა. ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ჯანმრთელად არიან”, – აცხადებს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ არტიუხოვი.