გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი.
7 წლის გოგონა, დაბომბვისას ავტომობილში იმყოფებოდა, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ მტერმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, წინასწარი მონაცემებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემით ქალაქ სერედინა-ბუდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა.