რუსეთმა, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სუჯას გაზის სადგური დაბომბა და ამაში უკრაინის თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ – ნათქვამია ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებულ განცხადებაში.
“რუსეთის ფედერაცია აძლიერებს თავის დისკრედიტაციის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, მტერმა დაადანაშაულა ჩვენი თავდაცვის ძალები სუჯას გაზის საზომი სადგურის დაბომბვაში. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. მტერმა უკვე გააძლიერა დაგეგმილი დესტრუქციული საინფორმაციო ზემოქმედება მორიგი პროვოკაციით – დაბომბა ეს ობიექტი არტილერიით“, – ნათქვამია განცხადებაში.