უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს.
“რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას. დღეს სკადოვსკის მერი, ალექსნადრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, რომ ყველა გატაცებული უკრაინელი მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ”, – წერს კულება ტვიტერზე.
Russian invaders continue to abduct democratically elected local leaders in Ukraine. Mayor of Skadovsk Oleksandr Yakovlyev and his deputy Yurii Palyukh abducted today. States & international organizations must demand Russia to immediately release all abducted Ukrainian officials! pic.twitter.com/bmaAuurx9h
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 16, 2022