რუსებმა ქალაქის პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – ხერსონის მერი

“რუსებმა ქალაქის პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს”- ხერსონის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს.

ქალაქის მერი, იგორ კოლხაევი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. ის ცენტრალურ ხელისუფლებას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქალაქში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას, ასევე, დაჭრილების ევაკუაციას სთხოვს.