დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ადრე დონეცკში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რაც შეიძლება გაიმეოროს ამჯერად მარიუპოლში, რადგან ქალაქისთვის ბრძოლა გაძლიერდება.
მათივე ცნობით, რუსული დაბომბვა გაგრძელდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა, რის შედეგადაც განადგურდა რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა.
“რუსეთის განგრძობადი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, გაარჩიონ სამიზნე თავდასხმების განხორციელებისას და მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.