რუსებმა ჩემი შვილი გაიტაცეს, მხოლოდ 16 წლისაა, დამეხმარეთ – ზაპაროჟიეს ადმინისტრაციის უფროსი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ ბურიაკის ვაჟი გაიტაცეს.

მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის ვასილიევკას საგუშაგოდან მოიტაცეს.

ბურიაკი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარების თხოვნით მიმართავს.

„ჩემი შვილი გაიტაცეს. რუსებმა ის ვასილიევკაში, საგუშაგოდან გაიტაცეს. ის მხოლოდ 16 წლისაა. არ ვიცი, სად არის ახლა ჩემი შვილი. მივმართავ მთელ ევროპულ საზოგადოებას, მთელ კაცობრიობას: დამეხმარეთ, გთხოვთ, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსები აქ, ქვეყანაში იპარავენ ბავშვებს. დაეხმარეთ ჩემს შვილს სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაში. მე მჭირდება თქვენი დახმარება. თუ ბევრი ადამიანი მოითხოვს ჩემი ვლადის გათავისუფლებას ერთდროულად, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ბურიაკიმ ვიდეომიმართვაში.