რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 5 ადამიანი, 13 კი დაშავდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

თავდასხმები დაახლოებით 13:30 და 14:00 საათზე მოხდა. რუსმა სამხედროებმა ქალაქში რამდენიმე რაკეტა ისროლეს.