რუსებმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს – გაერო

ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს, საუბარია სიკვდილით დასჯის 12 ცალკეული შემთხვევის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ეს რიცხვი წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტია.

ექსპერტებმა გამოჰკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და კასტრირების მუქარას, ცემას ან მათ მიმართ ელექტროშოკის გამოყენებას.