“რუსებს რეზერვებისთვის აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავთ სამხედროები”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი. მისი თქმით, რუსეთმა ომის დასაწყისში უკრაინაში 90 ბატალიონი შემოიყვანა, ამ დროისთვის მათგან 15 მთლიანად განადგურებულია, 20-ზე მეტს კი ბრძოლის უნარი წართმეული აქვს.
„მათ მცირე რეზერვები კიდევ აქვთ დარჩენილი, ისინი ახლა რეზერვებს ამობილიზებენ, აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავთ „მშვიდობისმყოფელები“ და ნაწილობრივი მობილიზების იერით ცდილობენ დამატებითი სამხედროები გადასხა და აღადგინონ 20-30 ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონი. მაგრამ თავად განსაჯეთ ამგვარი ადამიანების ბრძოლისუნარიანობა.
ვინაიდან ისინი სულელები არიან- ისინი ყველაფერს კიდევ არასწორად გააკეთებენ, შემდეგ ეს რეზერვებიც განადგურდება. მაგრამ ამ ყველაფერმა შესაძლოა 10 დღე გასტანოს, დასაწყისიდან 1 კვირა, მას მერე რაც მათ ბრძოლაში შემოიყვანენ. მათ მცდელობებს მე დამატებით 2-3 კვირას ვაძლევ. ამის შემდეგ ისინი იქცევიან „ბაჭიებად”, რადგან აღარაფერი ექნებათ, რითაც ბრძოლას შეძლებენ”, – აცხადებს არესტოვიჩი.