”ლუგანსკის ოლქში ვითარება კვლავ მძიმეა, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. კარგი პოზიცია გვაქვს სვატოვოსა და კრიმინოეს მიმართულებით. კრემლის რეჟიმის ოცნებაა ნებისმიერ ფასად ბახმუტი აიღოს. ათასობით ახლადმობილიზებული ჯარისკაცის შესწირეს ამ ქალაქს. ლუგანსკის ოლქში ცდილობენ, კონტრშეტევები მოაწყონ, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. რუსეთის 140-მილიონიანი მანქანა დაძველდა, არაეფექტურები არიან. ეს ყველამ დაინახა, მათი ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წინასწარ ცნობილია. პრობლემა შეიარაღებაა, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები. მტრის სამიზნე დასახლებული პუნქტები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. მედგრად იბრძვიან ჩვენი სამხედროები, მტერს არაფერს უთმობენ და ყველა მიმართულებით ანადგურებენ”.
აცხადებს ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.