ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.
არაღიარებული რეჟიმი აცხადებს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი დაკეტილია და ტერიტორიაზე ვერავინ მოხვდება.
”აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”- ამბობს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რუსტამ ლატიპოვი
Sputnik-ის ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა 500 000 დოლართან ერთად, რომელიც მას მოთხოვნის შესაბამისად მიუტანეს.