ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში რუსეთთან ივანიშვილის კავშირებზე ისაუბრა და თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუ ოლიგაქს სანქციებს დაუწესებენ:
“რა თქმა უნდა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომელიც უნდა შეგროვდეს ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების მიერ…ეს არ არის ახალი ხილი, იცით მოლდოველი ოლიგარქის სანქციების შესახებ, რომელიც გაიქცა ქვეყნიდან. ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის დასანქცირება. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, როგორო იქცევა ბიძინა ივანიშვილი, რა გავლენა აქვს მმართველ პარტიაზე და რუსეთთან მისი კავშირების შესახებ გაგვაჩნია ინფორმაცია – რუსეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან. არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული ან ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ“–თქვა კუბილიუსმა.
წყარო: ფორმულა