”რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირები არ უნდა შემოვუშვათ! ხომ უკრავდნენ ტაშს თავის “განუმეორებელ მთავარსარდალს” პუტინს, ხომ უხაროდათ 2008-ში საქართველოს და 2014-15 წლებში უკრაინის დაჩაგვრა, ხომ უხაროდათ ნახევარი წლის წინ უკრაინაში დაწყებული “სპეცოპერაცია” – ჰოდა დაეტიონ თავის ამაზრზენ ქვეყანაში და წავიდნენ ჯარში. ჩემთვის ყველაზე გარეწრები ეგ დეზერტირები არიან, მონღოლეთის, ყაზახეთის, ჩვენ და ფინეთის საზღვრებს რომ მიაწყდნენ ეს დღეებია.”
წერს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.