რუსეთიდან შემოსულ კარტოფილში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა და საზღვრიდან უკან გააბრუნეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი 20.91 ტონა სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს.

პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ ავტომობილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

“სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა” – აცხადებს შემოსავლების სამსახური.