რუსეთიდან TikTok–იც მიდის

ვიდეობლოგების სერვისიმა, TikTok–მა განაცხადა, რომ რუსულ სეგმენტზე მუშაობას აჩერებს. მიზეზი რუსეთის მიერ შემოღებული კანონია ომის შესახებ “ფეიკ ნიუსების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

“ფეიკ ნიუსებზე რუსეთის ახალი კანონის ფონზე არ დაგვრჩა სხვა არჩევანი სტრიმინგის და ახალი კონტენტის განთავსების შეჩერების გარდა იმ დრომდე, სანამ ახალი კანონის შედეგებს არ შევაფასებთ.“– განაცხადა კომპანიამ.

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც პატიმრობით ემუქრება უკრაინასთან ომის გამშუქებლებს, ვინც ხელისუფლების აზრით არასწორ გამონათქვამებს და ინფორმაციას გამოიყენებს. ამის გამო რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ ბევრმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ფეისბუქი და ტვიტერი.

რუსეთში TikTok–ს 30 მილიონამდე ადამიანი იყენებდა, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები.