“უბრალოდ უნდა გააცნობიერო: ნებისმიერი ტერიტორიული “კომპრომისი” მშვიდობას არ მოიტანს, არამედ გაამრავლებს მსხვერპლს. რუსეთის ფედერაციისთვის მიცემული ნებისმიერი დათმობა იქნება პუტინის გამარჯვება, რომელიც დააკანონებს მკვლელობას და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს. ეს საერთაშორისო სამართლის დასასრული იქნება. ეს ნამდვილად სურს ვინმეს?”
წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.