რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა შემდეგ ოლქებში: კიევის – 73, დონეცკის – 65, ხარკოვის – 53, ჩერნიგოვის – 43, ლუგანსკის – 31, ნიკოლაევის – 30, ხერსონის – 29, ზაპოროჟიეს – 22, სუმის – 16, ჟიტომირის – 15.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული. ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევშია.