“რუსეთმა გამოიყენა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს. [შავი ზღვა გამოიყენა] ომისა და ქაოსის გაღვივებაში ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ…
მადლიერი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოში. მადლიერი ვარ ჩვენი მეზობლების რეგიონში – თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვის – იმისთვის, რომ თქვენ ხართ გლობალური უსაფრთხოების მხარეს.
დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, მათ შორის შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და კავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მეტ გარანტიას შექმნის“,
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.