აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, აშშ–ის მიერ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ ისაუბრა. პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო რუსეთის მიმართ.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების საპასუხოდ, 365–ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს სანქციები დაუწესა.
“2017 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 365–ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს, რუსეთის დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ უკრაინასა და ევროპაში”, – წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე.
Since 2017, @realDonaldTrump Administration has imposed sanctions on 365+ Russian targets in response to Russia’s destabilizing and aggressive actions in Ukraine and throughout Europe. pic.twitter.com/cWTp3gs367
— Secretary Pompeo (@SecPompeo) January 3, 2021