რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი და დნეპრზე გადასასვლელი აიღო

ხერსონის ოლქს ხელისუფლება აცხადებს, რომ გენიჩესკის რაიონში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა რუსეთის არმიის კონტროლქვეშ არის.

“ტექნიკა თავად გენიჩესკში დგას, გარეუბნებში ბლოკპოსტებია რუსი სამხედროებით. გამსვლელებს ამოწმებენ, ხომ არ არიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები. სროლა და აქტიური სამხედრო მოქმედებები არ არის.“

კახოვსკის რაიონში სამხედრო ტექნიკა ქალაქ ახალ კახოვკაში დგას. აღებულია კახოვსკის ჰესი და ჩრდილო–ყირიმის არხის გადასასვლელები. აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

ასევე, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით ხერსონის რაიონში რუსეთის არმიის კონტროლქვეშ არის დასახლებული პუნქტი ილეშკი.

“მოწინააღმდეგის ავიაციამ გაანადგურა სამხედრო ობიექტები. დნეპრზე გადასასვლელი დამპყრობლების კონტროლ ქვეშ არის“– ნათქვამია ხერსონის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.