“უკრაინელები თანდათან ძლიერდებიან და ეს ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენს შესაძლებლობებს და სურვილს, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა. მძიმე ბრძოლებია, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ. […] იქნება როგორც ცუდი, ისე კარგი დღეები. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით არა მხოლოდ კარგ დროს, არამედ ცუდ დროსაც”,
განაცხადა ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ჯარის მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესზე საუბრისას.