რუსეთის არმია 2020 წელს ბელორუსში სამხედრო აგრესიას გეგმავდა – უკრაინის დაზვერვის დოკუმენტი

უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთის №1 სატანკო არმია ბელორუსის ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი დაპყრობისთვის ემზადებოდა.

2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა ბელორუსში შეჭრის და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა.

ბელორუსის ოკუპაცია იგეგმებოდა საბაბით: “რუსეთის მიერ ევროპის კონტინენტალურ რეგიონში რეგიონული ან ფართომაშტაბიანი ომის თავიდან არიდება ნატოს წევრ ქვეყნებთან დასავლეთში.“

რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიის მზადების მტკიცებულება, უკრაინის დაზვერვის თქმით არის “ლეგენდა №1 სატანკო დივიზიის შენაერთების და სამხედრო ნაწილების დავალების შესრულების რაიონში გადაჯგუფების იდეის შესახებ.“