რუსეთის გენშტაბში გენერლებს შორის მწვავე დაპირისპირებაა – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთის გენერალურ შტაბში გენერლებს შორის მწვავე დაპირისპირებაა სამხედრო წარუმატებლობის გამო.

“სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩავარდნა იყო კატალიზატორი რუსი გენერლების ფარული დაპირისპირების გამწვავებისთვის. კერძოდ, გენერალურ შტაბში.

გენერალურ შტაბში ჯგუფებს შორის უთანხმოება და ფარული კონკურენცია ომამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ და რუსეთის ისტებლიშმენტში ძალაუფლების სხვა ცენტრების მცდელობებმა, დაეკისრებინათ სრული პასუხისმგებლობა სამხედროებზე, გამოიწვია დაპირისპირების მკვეთრი ესკალაცია”,– იუწყება დაზვერვა.

მათივე ცნობით, ამჟამად არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ კრემლი აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას უახლოეს მომავალში.

“სამაგიეროდ, გრძელდება ე.წ. „ფარული მობილიზაციის“ მცდელობები. მიმდინარეობს აქტიური სააგიტაციო კამპანია, ასევე მიმდინარეობს სამხედრო სკოლების კურსდამთავრებულებისა და იუნკერების საბრძოლო ზონაში გაგზავნა”,– ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებიდან უკვე ჩართულია ლოჯისტიკური ბრიგადების მანქანების თითქმის 45% (6000-დან 2600), დანარჩენებს კი საგანგებო სიტუაციებისთვის ზოგავენ, რის გამოც ოკუპანტები უკრაინაში მანქანების ქურდობით ცდილობენ ავტოპარკის შევსებას.