რუსეთის დაზვერვის ოფიცერი და დაქირავებული მკვლელი თბილისშია

რუსეთის დაზვერვის ოფიცერი და “ვაგნერის” (რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება, დაქირავებული მკვლელები) მებრძოლი კირილ კრივკო თბილისშია.

“სამხედრო დაჯგუფების მებრძოლი საქართელოში შეცვლილი სახელით და გვარით ცხოვრობს. კირილ კრივკოს  დოკუმენტების მიხედვით  თბილისში სამშენებლო ბიზნესი აქვს.

უკრაინული კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ფაქტების მიხედვით, კირილ კრივკო 2014-ში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. 2016-17 წლებში სირიაში სამოქალაქო პირების მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

კრივკოს პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, რუსეთის დაზვერვაში მისი კარიერა “ოფიციალურად” დასრულდა. მან სახელი და გვარი შეიცვალა – გახდა კირილ ალიოშეჩკინი – და მისი საქმიანობა ბიზნესმენის საფარ ქვეშ გააგრძელა. ფლობს სამშენებლო კომპანიას და ფილიალები დარეგისტრირებული აქვს საქართველოში და ყაზახეთში. საქართველოში – თბილისში, ნუცუბიძის 20-ში.

რუსეთის დაზვერვა მსგავს ტაქტიკას ხშირად მიმართავს: კომერციულ სტრუქტურებს ქმნის, ბიზნესმენებად ფუთავს დაზვერვის ოფიცრებს, აგზავნის კონკრეტულ ქვეყნებში, რათა მათ ადგილზე შეაგროვონ ინფორმაცია და დააფინანსონ პრორუსულო ძალები.

უკრაინელებმა მიმართეს ჩვენს საელჩოს უკრაინაში ამ ინფორმაციით და ოფიციალური წერილი გაუგზავნეს. საინტერესოა, რა იქნება რეაგირება და საერთოდ რა ხდება ამ საქმეზე.”- წერს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ეთო ბუზიაშვილი.