რუსეთის დელეგაციამ დაადასტურა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტა შესაძლებელია

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა დღევანდელი რაუნდისას მოილაპარაკეს, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესაძლებელია, ასაევე შესაძლებელია ჰუმანიტარული კორიდორების შექმნა მოსახლეობის გასაყვანად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, დუმის დეპუტატმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება.