რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სტრასბურგის გადაწყვეტილებები აღარ შესრულდება.
კანონის მიხედვით, 2022 წლის 15 მარტის შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებები აღარ შესრულდება. ამასთანავე დაკისრებული კომპენსაციის გადახდა მოხდება მხოლოდ რუბლით და რუსული ბანკების ანგარიშებზე.
ასევე რუსეთის დუმას მიერ მიღებული კანონის მიხედვით, სტრასბურგს აღარ ექნება საფუძველი, რომ რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილოს.
- “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასავლელი პოლიტიკოსების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი გახდა. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს”. – თქვა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.