რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს.
დაინფიცირებულთა შორის ორი დეპუტატი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ორი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა და ექიმებმა უკვე გაწერეს.
ცნობისთვის ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 242 271-ს მიაღწია.