რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

რუსეთის დუმის 18 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, 60 დეპუტატი ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.

ვოლოდინის აცხადებს, რომ დუმის 18-ვე წევრი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია”.- მოუწოდა ვოლოდინმა დეპუტატებს.