ერთ დღეში რუსეთის ენერგიის აკრძალვა ევროპის რეცესიაში ჩაძირვას ნიშნავს – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსული ენერგიის აკრძალვა ევროპაში ეკონომიკის რეცესის გამოიწვევს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

შოლცის თქმით, გერმანია იწყებს რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოკიდებულებისკენ სვლას, მაგრამ ყველანაირი კავშირის შეწყვეტა მოუმზადებლად, დააზარალებს გერმანიის ეკონომიკას.

„ჩვენ დავასრულებთ ამ დამოკიდებულებას [რუსულ ნავთობზე, ქვანახშირსა და გაზზე] რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ამის გაკეთება ერთი დღიდან მეორემდე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის და მთელი ევროპის რეცესიაში ჩაძირვას“, – თქვა კანცლერმა და გააფრთხილა ბუნდესტაგი, რომ  “ასობით ათასი სამუშაო ადგილი იქნება რისკის ქვეშ, მთელი ინდუსტრიები ზღვარზე იქნება”.

მისივე თქმით, ”სიმართლე ის არის, რომ უკვე დაწესებულმა სანქციებმა ასევე მძიმედ დაარტყა ბევრ მოქალაქეს”, ამიტომ სანქციები ”არ უნდა მოხვდეს ევროპის ქვეყნებს უფრო ძლიერად, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობას”.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის პროცესი უკვე დაწყებულია.