რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც ვიცე-პრემიერის თანაშემწემ განაცხადა, იური ტრუტნევი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
უცნობია, ისარგებლებს თუ არა ის “ვაქცინით”, რომელიც პუტინის მტკიცებით, უკვე მზადაა და მისმა შვილმაც გამოიყენა.