უკრაინაში სამხედრო აგრესიის ერთი თვის თავზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მეორედ გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი დანაკარგების შესახებ. სამინისტრო აცხადებს, რომ სულ უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილია 3825. თუმცა, უკრაინული მხარის მონაცემებით მოკლული რუსი სამხედროების რაოდენობა ბევრად მეტია და 16 000–ს გადააჭარბა.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აქამდე მხოლოდ ერთხელ – 2 მარტს გამოაცხადა დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა – 498, თუმცა მაშინვე ეს მონაცემები არასანდოდ გამოიყურებოდა.