მოსკოვში, წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აღლუმის პარალელურად, ”ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ მიაწოდა დაპირებული საბრძოლო მასალა მის ჯგუფს.
„ვაგნერის“ ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ბახმუტიდან და დატოვა 2-კილომეტრიანი პოზიცია. მან განმარტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72-ე ბრიგადამ სტრატეგიული დასაყრდენი დატოვა, სადაც დაიღუპა 500-მდე “ვაგნერელი”.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ “ვაგნერმა” მიიღო საბრძოლო ბრძანება, რომ პოზიციების დატოვება ღალატად იქნებოდა აღიარებული. თუმცა, მისი თქმით, საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში ვაგნერელები პოზიციებს მაინც დატოვებენ.
“თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად გვყავს ინტრიგების სამინისტრო. ამიტომაც გარბის ჯარი.” – ამბობს პრიგოჟინი.
ბოლოს პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებულები ბახმუტს ჯერ არ დატოვებდნენ.