“მოდი, გავიმეოროთ. NATO-ს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა ყირიმზე თავდასხმას არ გეგმავდა. რუსი სამხედროები იხოცებიან არა თავიანთი ქვეყნის დასაცავად, არამედ სხვა ქვეყნის ოკუპირების მცდელობისას. რუსეთის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გარდა სხვა რაციონალური მიზეზები არ არსებობდა ამ ომისთვის”

ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პუტინის განცხადებას, რომ უკრაინა ყირიმში შეჭრისთვის ემზადებოდა.